სამწუხარო მარცხი - გიიორგი გამჯაშვილი უმედლოდ დარჩა
Aa
Aa

სამწუხარო მარცხი - გიიორგი გამჯაშვილი უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმიდნარე პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა გიორგი გამჯაშვილმა ბრინჯაოს მედალისთვის ბრძოლა იაპონელი იუჯირო სეტოსთან დათმო.

ქართველი პარაძიუდოისტი შეხვედრის დებიუტში ვაზარით დაწინაურდა,მაგრამ სამწუხაროდ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2 გდება გაუშვა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში გამჯაშვილმა რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის წევრი ვიქტორ რუდენკო დაამარცხა,ხოლო ნახევარფინალში ესპანელ სერხიო იბანეს ბანონთან წააგო. 

დღესვე იაპონურ ტატამზე 60 კილოში ზურა ზურაბიანი ასპარეზობდა. სამწუხაროდ ქართველი პარასსპორტსმენი პირველივე წრეში მონღოლ იადამდორჯ სუხბაატართან დამარცხდა. 

პარაძიუდოისტება გამოსვლას ხვალ გააგრძელებენ და საქართველოს სახელით გიორგი ქალდანი გამოვა,რომელიც პირველ შეხვედრაში მერვედფინალში პორტუგალიელ ჯიბრილო იაფას შეხვდება. 

შეგახსენებთ,რომ მიმდინარე თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ერთი მედალია. პარამოფარიკავემ ნინო თიბილაშვილმა ვერცხლი მედალი დაისაკუთრა

 

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები