Aa Aa
26 აგვისტო 2021  |  18:54

„ასეთ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ" - ბარბოზამ ჭიკაძესთან ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის მებრძოლმა, ედსონ ბარბოზამ გიგა ჭიკაძესთან გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 35 წლის ბრაზილიელმა „ნინძა“ შეაქო და განაცხადა, რომ 28 აგვისტოს, გულშემატკივრები ნამდვილ ომს იხილავენ.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჯანმრთელი ვარ, ტრავმები არ მაწუხებს და ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ. გიგას რაც შეეხება, იგი ბრწყინვალე მებრძოლია. მან UFC-ში 6 ბრძოლა გამართა, ყველა მოიგო და ჩხუბებისას შესანიშნავად გამოიყურებოდა.

როცა ეს ბრძოლა შემომთავაზეს, თანხმობა განვაცხადე, რადგან პირველ რიგში გულშემატკივარი ვარ და კარგი ჩხუბების ხილვა მიყვარს. ვიცი, რომ წინ შესანიშნავი ბრძოლა გველოდება და ქომაგები მას აუცილებლად უყურებენ. ეს მოტივაციას მაძლევს და ნამდვილი ომისთვის ვემზადები. რა თქმა უნდა, ღონისძიების მთავარი მოვლენა და 25-წუთიანი ბრძოლა განსხვავებული რამაა, მაგრამ მზად ვარ და წინ საინტერესო ჩხუბი გველის“.

შეგახსენებთ, რომ ედსონ ბარბოზასა და გიგა ჭიკაძის ბრძოლა თბილისის დროით 29 აგვისტოს გაიმართება. „ნინძას“ მეტოქეს არიერაში 31 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 მოგება და 9 წაგებაა. UFC-ში მან ბოლოს 15 მაისს იჩხუბა და ბრწყინვალე ნოკაუტით შეინ ბურგოსი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage