მორიგი ოქროს მედლები - ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

მორიგი ოქროს მედლები - ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელიამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა ატაცში მხოლოდ ერთი მისვლა გამოიყენა და 87 კილოგრამი დაძლია. ნათიამ პირველ მისვლაზე 87 კილო ვერ ასწია, ხოლო მესამე მისვლაზე 89-ს ვერ მოერია. 

გადელიამ აკვრაში სამივე ცდა უშეცდომოდ გამოიყენა. ზუგდიდელი სპორტსმენი 108, 113 და 117 კილოგრამებს გაუმკლავდა. ჩვენებურმა საერთო ჯამში 204 კილოგრამი დააფიქსირა და საქართველოს დელეგაციას მორიგი ოქროს მედლები მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხონელმა ძალოსანმა, 15 წლის მარიამ მურღვლიანმა, ჩვენს ქვეყანას 3 ოქროს მედალი მოუპოვა. მან სამივე დისციპლინაში წარმატებით იასპარეზა და გახდა პირველი ქართველი გოგონა, ვინც კონტინენტის პირველობაზე თავი ოქროს მედლებს მოუყარა

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები