პარალიმპიური თამაშები - პარაძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

პარალიმპიური თამაშები - პარაძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართველი პარაძიუდოისტები საქმეში ხვალიდან ჩაერთვებიან.

იაპონურ ტატამზე საქართველოს სახელით ზურაბ ზურაბიანი, ინა ქალდანი, გიორგი გამჯაშვილი, გიორგი ქალდანი, რეზო ჩიკოიძე იასპარეზებენ.

ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედლებს ზურა ზურაბიანი და გიორგი გამჯაშვილი შეუტევენ.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის მერვედფინალში ზურაბიანი მონღოლ იადამდორგ სუხბაატარს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი პარაძიუდოისტი მეოთხედფინალში ყაზახ ანუარ სარიევს დაუპრიისპრიდება.

66 კილოში კი გამჯაშვილი მეოთხედფინალიდან ჩაესრთვება,სადაც ამერიკელი რობერტ ტანაკასა და რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლის ვიქტორ რუდენკოს შორის გამარჯვებულს შეერკინება. 

28 აგვისტოს მხოლო გიორგი ქალდანი გამოვა და მერვედფინალში პორტუგალიელ ჯიბრილო იაფას შეხვდება. წარ,ატების შემთხვევაში ქალდანი უკრაინელ რუფატ მაჰომედოვს დაუპირისპირდება.

29 აგვისტოს კი ინა ქალდანი ძალებს მეოტხედფინალიდან მოსინჯავს,სადაც მისი მეტოქე მექსიკელი ლენია ფაბიოლა ალვარესი იქნება. მძიმე წონაში კი რეზო ჩიკოიძე მეოთხედფინალში მასპინძლე კენტო მასაკის შეხვდება.

სამწუხაროდ, რიოს პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულს ზვიად გოგოჭურს ტოკიოს  თამაშების აკრედიტაცია ჩამოართვეს. ქართველი პარაძიუდოისტი ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა სასტუმროს დაცვის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების გამო დასაჯეს.

შეგახსენებთ,რომ მიმდინარე თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ერთი მედალია. პარამოფარიკავემ ნინო თიბილაშვილმა ვერცხლი მედალი დაისაკუთრა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები