რატი იონათამიშვილი :
Aa
Aa

რატი იონათამიშვილი : "ესეთი მაგარი და წარმატებული გოგოები გვყავს ჩვენ"

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა .

აღასანშნავია, რომ ნინო გახდა პირველი ქალი პარასპორტსმენი, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა.

 ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა რეიტინგის პირველ ნომერ ჩინელ ჟინ ბიანთან ანგარიშით 7:15 წააგო.

თიბილაშვილის წარმატებულ ასპარეზობის საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.

„ძალიან გაგვახარა ნინამ და გვეამაყება ჩვენი ნაკრების პირველი მედალი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც თიბიმ ,პირველივე დღეს, ჩვენს ქვეყანას და გუნდს მოუტანა! ამ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ მის მწვრთნელებს , პარამოფარიკავეთა ნაკრებს , პარალიმპიურ კომიტეტს და ყველა გულშემატკივარს . ესეთი მაგარი და წარმატებული გოგოები გვყავს ჩვენ, რომლებიც ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ ! მჯერა, როგორც თიბის ,ასევე პარამოფარიკავეების და საქართველოს პარალიმპიური ნაკრების კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ ტოკიო 2020-ზე“- აღნიშნა იონათამიშვილმა

საქართველოს დელეგაციისთვის პარალიმპიადა ხვალ გაგრძელდება და ტოკიოში პარაძიუდოისტები ზურაბ ზურაბიანი და გიორგი გამჯაშვილი იასპარეზებენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები