რეკორდები და ისტორიული შედეგი -  მარიამ მურღვლიანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

რეკორდები და ისტორიული შედეგი - მარიამ მურღვლიანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა

პოლონეთში, ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ანგარიშზე მორიგი ოქროს მედლები და რეკორდებია - დებიუტანტმა ხონელმა ძალოსანმა, 15 წლის მარიამ მურღვლიანმა, ჩვენს ქვეყანას 3 ოქროს მედალი მოუპოვა. მან სამივე დისციპლინაში წარმატებით იასპარეზა და გახდა პირველი ქართველი გოგონა, ვინც კონტინენტის პირველობაზე თავი ოქროს მედლებს მოუყარა.

ამის გარდა, მარიამმა ევროპის ჩემპიონატზე მიყოლებით 3 რეკორდიც დაამყარა - მან  81-კილოგრამ წონით კატეგორიას ატაცებული 85 კილოგრამით ულიდერა და უშუალო მდევარს, თურქ სპორტსმენს 1 კილოგრამით აჯობა.

ხვალ, 26 აგვისტოს, საქართველოს სახელით გადელია ნათია (96.კგ) და გურამ ვეკუა (96 კგ) იასპარეზებენ. ნათიას გამოსვლა თბილისის დროით  16:15 საათიდან, ხოლო გურამის - 20:30 საათიდან დაიწყება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები