პარალიმპიური თამაშები - ირმა ხეცურიანი უმედლოდ დარჩა
Aa
Aa

პარალიმპიური თამაშები - ირმა ხეცურიანი უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე მოფარიკავე ირმა ხეცურიანი უმედლოდ დარჩა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი პარასპორტსმენი ჩინელ რონგ ჟიაოსთან 15:6 დამარცხდა.

ჯგუფურ ეტაპზე ხეცურიანმა 5 ბრძოლა გამართა. ქართველმა პარამოფარიკავემ ამერიკელ ტერი ჰაესს, გერმანელ სილვი ტაუბერსა და იტალიელ როსანა პასკინოს აჯობა, ხოლო სოსანი იანთან და ჩინელ რონგ ჟიაოსთან წააგო. მეორხედფინალში გამარჯვება იტალიელ როსანა პასკინოსთან იზეიმა, ნახევარფინალური შეხვედრა კი შუმეი ტანთან დათმო. 

შეგახსენებთ ,რომ დღესვე ოქროს მედლისთვის ასევე ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი იბრძოლებს. პარალიმპიური თამაშების ფინალში ჩვვნი პარასპორტსმენი რეიტინგის პირველ ნომერს ჩინელ ჟინ ბიანს შეხვდება.

27 აგვისტო - ძიუდო

ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ.)

გიორგი გამჯაშვილი (-66 კგ.)

28 აგვისტო

პარამოფარიკავეები: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი

პარაძიუდო: გიორგი ქალდანი (-73 კგ)

პარა-წოლჭიმი: აჰმად რაზმ აზარი (-80 კგ)

29 აგვისტო

საქართველოს ქალთა ნაკრები ფარიკაობაში რაპირით იფარიკავებს

ამავე დღეს იასპარიზებენ მძიმეწონოსნები პარაძიუდოში -  მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ჩიკოიძე (+100) და ინა ქალდანი (+70)

30 აგვისტო

პარა-წოლჭიმი: აკაკი ჯინჭარაძე (+107)

პარასროლა: ლადო ჭინჭარაული

1 სექტემბერი

პარასროლა - ლადო ჭინჭარაული - ათ მეტრზე პნევმატული შაშხანით (დახლზე დაყრდნობით)

პარაცურვა -  ნიკა თვაური 100-მეტრის დისტანციის გაცურვა

ამავე დღეს, პარამძლეოსნობაში გაიმართება შეჯიბრი სიგრძეზე ხტომაში, სადაც საქართველოს ღირსებას CP (cerebral palsy) კატეგორიაში - დავით ქავთარაძე დაიცავს

4 სექტემბერი

პარასროლა - ლადო ჭინჭარაული - R9 კატგოიაში, 50 მეტრზე სროლით დახურავს საქართველოს პარალიმპიური ნაკრების გამოსვლას ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები