პარალიმპიური თამაშები - ხეცურიანი და თიბილაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ
Aa
Aa

პარალიმპიური თამაშები - ხეცურიანი და თიბილაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე მოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ.

მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ირმა ხეცურიანმა იტალიელი როსანა პასკინო მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 15:14 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ჩინელ შუმეი ტანს გაეჯიბრება.

ჯგუფურ ეტაპზე ხეცურიანმა 5 ბრძოლა გამართა. ქართველმა პარამოფარიკავემ ამერიკელ ტერი ჰაესს, გერმანელ სილვი ტაუბერსა და იტალიელ როსანა პასკინოს აჯობა, ხოლო ტაილანდელ სოსანი იანთან და ჩინელ რონგ ხიაოსთან წააგო.

ნინო თიბილაშვილმა კი მეოთხედფინალში უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა. ქართველი პარამოფარიკავე ნახევრფინალში ასევე უკრაინელ იევგენია ბრეუს დაუპირისპირდება. 

ჯგუფურ ეტაპზე ნინომ რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის წევრ ევგენია სიჩოვასა და კანადელ სილვი რუთ მორელას აჯობა, ხოლო პოლონელ კინგა დროზდსთან და ჩინელ ჰაიან გუსთან წააგო. თიბილაშვილმა მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრილიასთან იოლი გამარჯვება იზეიმა.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე გაიმართება

 

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები