მეორე მსაჯი ქალი - საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი არბიტრების რაოდენობა გაიზარდა
Aa
Aa

მეორე მსაჯი ქალი - საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი არბიტრების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს FIBA-ს ლიცენზირებული მეორე მსაჯი ქალი ეყოლება. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია წერს:

საქართველოს ისტორიაში აქამდე ერთადერთი FIBA-ს ლიცენზირებული ქალბატონი ჰყავდა – მაკა კუპატაძე. ამიერიდან მას მოსახელე – მაკა შალამბერიძე შეემატა, რომელმაც 27 წლის ასაკში მიიღო FIBA-ს ლიცენზია და ამიერიდან, სუპერლიგასა და შიდა ჩემპიონატებთან ერთად საერთაშორისო მატჩებს მოემსახურება. 

ამავდროულად, FIBA-მ ეგრეთწოდებული შავი ლიცენზია მიანიჭა მიხეილ ვართანოვსა და კირილე თვაურს. ორივე მათგანი წელიწადზე მეტია, ფლობენ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზიას, თუმცა მათ აქამდე ტურნირების მომსახურების არეალი შეზღუდული ჰქონდათ. შავი ფერის ლიცენზიის მიღების შემდეგ კი ვართანოვს და თვაურს FIBA-ს მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ტურნირის მატჩების მომსახურება შეუძლიათ.

FIBA-ს სანაკრებო და საკლუბო ტურნირები შემოდგომიდან განახლდება და საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ქართველი მსაჯებიც საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან.

ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ლიცენზირებულ მსაჯთა რიცხვი ხუთს შეადგენს. 

მასალა: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს  - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები