ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - საქართველოს ჩემპიონი მეორე მატჩშიც დამარცხდა
Aa
Aa

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - საქართველოს ჩემპიონი მეორე მატჩშიც დამარცხდა

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე, E ჯგუფში მეორე შეხვედრა შედგა - საქართველოს ჩემპიონმა „კსუმ", მატჩი სერბული „ფონის" წინააღმდეგ გამართა და დამარცხდა. ლევან კობაიძის გუნდს მეტოქემ 3 უპასუხო გოლი გაუტანა (0-3). „ფონიმ" ჩვენი გუნდის კარის აღება 22-ე, 35-ე და 37-ე წუთებზე შეძლო.

სამწუხაროდ, „კსუმ" პირველი მატჩიც დათმო, მონტენეგროს ჩემპიონის, „ტიტოგრადის" წინააღმდეგ (0-2).

აღსანიშნავია, რომ „კსუ" ევროტურნირებზე არსებობის ისტორიაში პირველად ასპარეზობს და მისთვის მსგავსი მასშტაბის ტურნირზე გამოსვლა დიდი გამოცდილებაა.  

ფუსტალის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონს შემდეგი შეხვედრა ირალანდიური „ბლუ მაჯიქ დუბლინის" წინააღმდეგ ელის. მატჩი 24 აგვისტოს გაიმართება.

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის შეხვედრების მასპინძელი, 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, მონტენეგროა.

​წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას რვა ჯგუფის პირველადგილოსნები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებს.  მეინ-რაუნდის წილისყრა 30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მატჩები კი -  26-31 ოქტომბერს. 

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ტრიუმფატორი 2022 წლის აპრილ-მაისში გამოვლინდება.

ფოტო: ფუტსალის ლიგა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები