ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - საქართველოს ჩემპიონი მონტენეგროში დამარცხდა
Aa
Aa

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - საქართველოს ჩემპიონი მონტენეგროში დამარცხდა

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე, E ჯგუფში საქართველოსა და მონტენეგროს ჩემპიონების შეხვედრა შედგა - „კსუ" სტუმრად, „ტიტოგრადის" წინააღმდეგ, ორბურთიანი სხვაობით დამარცხა (0-2). მეტოქემ ჩვენი კარი ორჯერ, 37-ე და 38-ე წუთებზე აიღო. ლევან კობაიძის გუნდი აქტიურობდა, თუმცა საპასუხო გოლის გატანა ვერ შეძლო.

ფუსტალის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონს შემდეგი შეხვედრები სერბული „ფონის" (22 აგვისტო) და ირალანდიური „ბლუ მაჯიქ დუბლინის" (24 აგვისტო) წინააღმდეგ ელის.

წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის შეხვედრების მასპინძელი, 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, მონტენეგროა.


ფოტოები: ფუტსალის ლიგა

​წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას რვა ჯგუფის პირველადგილოსნები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებს.  მეინ-რაუნდის წილისყრა 30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მატჩები კი -  26-31 ოქტომბერს. 

აღსანიშნავია, რომ „კსუ" ევროტურნირებზე არსებობის ისტორიაში პირველად ასპარეზობს - მოგეხსენებათ, გუნდი  ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები