გამარჯვება აგვისტოს მძიმე დღეების ფონზე - 21 აგვისტო ისტორიული დღეა
Aa
Aa

გამარჯვება აგვისტოს მძიმე დღეების ფონზე - 21 აგვისტო ისტორიული დღეა

XXIX ოლიმპიური თამაშები 2008 წლის 8-24 აგვისტოს შედგა და მასპინძელი პეკინი (ჩინეთი) იყო, სადაც სულ 204 ქვეყნის 11028 სპორტსმენი მონაწილეობდა.

13 წლის წინ ამ დღეს, ოლიმპიური ჩემპიონი 84-კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე, რევაზ მინდორაშვილი გახდა. ფინალურ შეხვედრაში მინდორაშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელი, იუსუპ აბდუსალომოვი დაამარცხა ( 2-3 3-0 4-0) და აგვისტოს მძიმე დღეებში ჩინეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ფინალამდე ქართველმა ფალავანმა სამი ბრძოლა გამართა - რევაზმა ჩინურ ხალიჩაზე გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველ დავით ბიჭინაშვილს, სომეხ ჰარუტინ იენოკიანსა და რუს გიორგი კეტოევს აჯობა.

2008 (პეკინი) – 35 მონაწილე, 7 მედალი 

ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) - ოქრო

მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - ოქრო

რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - ოქრო

გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - ვერცხლი

არსენ კასაბიევი (ძალოსნობა) - ვერცხლი

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - ბრინჯაო

ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - ბრინჯაო

მიუხედავად 2008 წლის აგვისტოს ომით გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმისა, ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 2 ვერცლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოპოვეს, ამ მაჩვენებლით კი  მედლების საერთო რაოდენობით 204 ქვეყანას შორის 27-ე ადგილი დაიკავეს.

ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი ცირეკიძე ( ძიუდო) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები