საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროჩელენჯერის ფინალშია
Aa
Aa

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროჩელენჯერის ფინალშია

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ბულგარეთში მიმდინარე FIBA-ს ჩელენჯერის ნახევარფინალში, მეტოქე უკრაინა, 20-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 82-62 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ჩვენს ნაკრებს 21 ქულით, 8 პასით, 7 მოხსნითა და 7 ჩაჭრით ლუკა ალავიძემ ულიდერა.

ფინალში საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მეტოქე უნგრეთი იქნება. შეხვედრა 21 აგვისტოს შედგება და 20:00 საათიდან დაიწყება.

უნგრეთამდე ჩვენმა ნაკრებმა კვიპროსს აჯობა (86-76), ხოლო სადებიუტო მატჩში, სლოვაკეთის წინააღმდეგ დამარცხდა (76-77).

საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

საბა სალაძე, ნიკოლოზ აბულაძე, გიორგი ბერუაშვილი, ანრი ბელთაძე, ალექსანდრე დაუშვილი, ილია ჭავჭანიძე, ლუკა გორგოძე, თენგო გოგიშვილი, ვაჩე გეგეშიძე, ლუკა ლომთაძე, შოთა მაჭავარიანი, ლუკა ალავიძე

ირაკლი ტომარაძისა და ნიკოლოზ ცინცაძის  ნაკრები  4-გუნდიან ჯგუფში  უნგრეთთან, კვიპროსთან და სლოვაკეთთან ერთად ასპარეზობდა, პლეი-ოფში კი პირველი ადგილით გავიდა

ტურნირის ფორმატის მიხედვით, 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავიდა და გამარჯვებულის გამოსავლენად გააგრძელებს ბრძოლას, ჯგუფიდან ვერგასული გუნდები კი 5-7 ადგილებს გაითამაშებენ.

ფოტოები: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები