რუსი მეტოქის წინააღმდეგ - ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
Aa
Aa

რუსი მეტოქის წინააღმდეგ - ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ორი მედლის შანსი აქვს - გიორგი შპეტიშვილი, 77-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს, ხოლო ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, დიეგო ჩხიკვაძემ, 63-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრამდე ჩხიკვაძემ ოთხივე შეხვედრა მოიგო: მან ჯერ ფრანგი იანის დრის ნიფრის, შემდეგ ფინელი კასპერ კრისტიან კაუჰანენის, თურქი ისმაილ ორუჩოღლუსა და შვედი ნიკლას იან ოლოვ პონტუს ოელენის ბარიერი გაიარა, საფინალო შეხვედრას კი ხვალ, რუსეთის ნაკრების წევრ, საიდ ჰუსეინ ბაკაევის წინააღმდეგ გამართვს.

დღესვე, გიორგი თოხაძე (55 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა, ხოლო გიორგი მეტრეველი (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ) - მერვედფინალში.

21 აგვისტოს, საქართველოს სახელით შემდეგი სპორტსმენები იასპარეზებენ:

დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), ლუკა ოჩიგავა (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), საბა მამალაძე (82 კგ).ლაშა ტვილდიანი (97 კგ).

სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 9-წონით კატეგორიაში, ვერცერთი მედალი მოიპოვა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განმარტებით, კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჩვენი ქვეყანა შეჯიბრებაზე არასრული და შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები