ემოციური შეხვედრა - ბექაურმა ბებიას დანაპირები შეუსრულა
Aa
Aa

ემოციური შეხვედრა - ბექაურმა ბებიას დანაპირები შეუსრულა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით ემიგრაციაში მყოფი ბებია სამშობლოში დააბრუნა. აეროპორტში მათი შეხვედრის კადრები Europetime-მა გაავრცელა.

შეგახსენებთ, ტოკიო ოლიმპიადაზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექაურმა ფინალში სენსაციურად გასული გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

მან ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ ტელეკომპანია ''პირველთან'' საუბარში აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით უპირველესად ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა.

"პირველ რიგში, ბებიაჩემი და დეიდაჩემი არიან საბერძნეთში, იქ მუშაობენ, ემიგრანტები არიან და მინდა ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში... ზოგადად, არ მიფიქრია, რას ვუზამ მილიონს. პირველ რიგში, მინდა ეს".

ცხელი ამბები