წარუმატებელი გამოსვლები რუსეთში - საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა
Aa
Aa

წარუმატებელი გამოსვლები რუსეთში - საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა

16 აგვისტოს, რუსეთის ქალაქი უფაში, სტარტი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო, სადაც გულშემატკივარს საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების ხილვის შანსი ჰქონდა.

სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 9-წონით კატეგორიაში, ვერცერთი მედალი მოიპოვა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განმარტებით, კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჩვენი ქვეყანა შეჯიბრებაზე არასრული და შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა.

მიზანთან ყველაზე ახლოს დავით კოღუაშვილი იყო, რომელმაც 86-კილოგრამ წონით კატეგორიაში, რეპეშაჟის ფინალში იჭიდავა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

გიორგი ჭოლაძე (65 კგ), დავით ფაცინაშვილი (70 კგ), ბაგრატ გაგნიძე (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ), ომარ გაზაშვილი (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ), დავით კოღუაშვილი (86 კგ), ანდრო მარგიშვილი (92 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (125 კგ).

20 აგვისტოდან, მსოფლიოს კონკურენციაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდები ჩაებმებიან.

ფოტოები: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები