„მიწა, რომლისთვისაც ვიბრძოდი, სტადიონი რომ ყოფილიყო, სახელმწიფომ აუქციონზე გამოიტანა
Aa
Aa

„მიწა, რომლისთვისაც ვიბრძოდი, სტადიონი რომ ყოფილიყო, სახელმწიფომ აუქციონზე გამოიტანა"

ოლიმპიური ჩემპიონი, რევაზ მინდორაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს და პრობლემაზე წერს. 

როგორც განცხადებიდან ვიგებთ, მინდორაშვილს კონკრეტულ ლოკაციაზე სურდა სტადიონი და დამხმარე სპორტული მოედანი ყოფილიყო, თუმცა სახელმწიფომ მიწა აუქციონზე გამოიტანა.

„საკადასტრო კოდი 72.16.18.429 მიწა,რომლისთვისაც ვიბრძოდი,რომ ყოფილიყო სტადიონი და ბავშვებს ჰქონოდათ დამხმარე სპორტული მოედანი, როგორც ცნობილი გახდა ,სახელმწიფომ გამოიტანა აუქციონზე. სავარაუდოდ, ხვალ სრულდება აუქციონი.

საგულისხმოა ისიც, რომ ამ მიწაზე გადის ჩვენი დარბაზისთვის გოგირდის ცხელი წყლის მილი, რომლითაც ბავშვები ბანაობენ.

ძალები,რომლებიც ამ საქმეს განაგებენ, ასევე, სახელმწიფოს მეთაურსა და პრემიერს მივმართავ თხოვნით, რომ ეს მიწა არ გაიყიდოს, დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში და გაკეთდეს სპორტული მოედანი სპორტსმენებისათვის",-ნათქვამია განცხადებაში.

რევაზ მინდორაშვილი  თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედლის მფლობელი 84-კილოგრამ წონით კატეგორიაში, 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა. არის მსოფლიოს ჩემპიონი (2005) და მეორე პრიზიორი (2006), ევროპის ჩემპიონი (2003), ორგზის მეორე (2004, 2008) და მესამე პრიზიორი (2002), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003).

2012-2017 წლებში მინდორაშვილი საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები