საზაფხულო ლიგა - მამუკელაშვილმა ვაშინგტონ ვიზარდს 27 წუთში 11 ქულა ჩაუგდო
Aa
Aa

საზაფხულო ლიგა - მამუკელაშვილმა ვაშინგტონ ვიზარდს 27 წუთში 11 ქულა ჩაუგდო

NBA-ს საზაფხულო ლიგის ბოლოსწინა შეხვედრა, ინდივიდუალური კუთხით, წარმატებული გამოდგა „მილუოკი ბაქსის" ქართველი კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილისთვის.  

„ვაშინგტონ ვიზარდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გულშემატკივარმა მამუკელაშვილი დაახლოებით 27 წუთით იხილა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ორმაგი დუბლისთვის, 11 ქულის, 10 მოხსნის, 5 პასისა და 4 ჩაჭრისთვის.

სანდრომ 4 2-ქულიანი ჩააგდო და სამივე საჯარიმო შანსი გამოიყენა.

უშუალოდ შეხვედრა „ბაქსსა" და „ვაშინგტონ ვიზარდსს" შორის „ბაქსის" მარცხით, ანგარიშით - 83-93 დასრულდა.

მოგეხსენებათ, „ბაქსის" რიგებში"  სანდრო მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგის ეგიდით პირველი შეხვედრა, „კლიპერსის“ წინააღმდეგ, რამდენიმე დღის წინ ჩაატარა და სასტარტო ხუთეულიდან დაწყებულ შეხვედრაში თავი (28 წუთი და 40 წამი) მაშინაც ორმაგი დუბლით, 11 ქულით, 12 მოხსნით, 4 პასით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები