16 წლის მოჭადრაკე, დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია
Aa
Aa

16 წლის მოჭადრაკე, დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია

16 წლის მოჭადრაკე, დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია.

6-10 აგვისტოს,  ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, სადაც მონაწილეობა 16-წლამდე გოგონებმა მიიღეს. დიანამ წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მან 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით, VI ადგილი დაიკავა.

მსოფლიო თასი 10-12-14 -16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართება. ტურნირში მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყნის 1600-მდე მოჭადრაკე იღებს. 

მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 26-30 აგვისტოს გაიმართება.

სატურნირო ცხრილის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები