კუხიანიძის სუპერგოლი - ვაწაძის გოლების სერია გრძელდება
Aa
Aa

კუხიანიძის სუპერგოლი - ვაწაძის გოლების სერია გრძელდება

უზბეკური ''ქიზილქუმის'' 32 წლის ქართველი ფორვარდი მათე ვაწაძე ბრწყინვალე ფორმაშია. მან გოლი უზბეკეთის სუპერლიგის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, ბოლო ხუთ შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 4 გოლია.

უზბეკეთის სუპერლიგის მე-15 ტურში ''ქიზილქუმისა'' და ''კოკანდის'' დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-9 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილის აქტიურობის შემდეგ მათე ვაწაძემ გახსნა, თუმცა მე-40 წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

ვაწაძის მორიგი გოლი

მეორე ტაიმში ელგუჯა გრიგალაშვილს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარემ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია.

74-ე წუთზე მასპინძლები გიორგი კუხიანიძემ დააწინაურა, მან საოცარი სილამაზის გოლი შეაგდო და ამ შეხვედრაში ''ქიზილქუმი'' მეორედ დაწინაურდა, თუმცა 83-ე წუთზე სიდიროვის გოლმა სტუმრები მარცხისგან იხსნა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:2.

კუხიანიძის ბრწყინვალე გოლი

უზბეკეთის სუპერლიგაში ელგუჯა გრიგალაშვილის, გიორგი კუხიანიძისა და მათე ვაწაძის ''ქიზილქუმი'' 25 ქულით მე-4 ადგილზეა და მეორეადგილოსან ''სოგდიანას'' მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ ''ფახთაქორთან'' ჩამორჩენა 14 ქულას შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები