ტაიფუნ კორკუტი:
Aa
Aa

ტაიფუნ კორკუტი: "იმედი არ უნდა დავკარგოთ"

"ლევერკუზენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტაიფუნ კორკუტმა "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"თეორიულად ყველაფერი გასაგებია და ვიცით რისი გაკეთებაა საჭირო შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, თუმცა ამ ყველაფრის შესრულება ძალიან რთული იქნება.

"ატლეტიკო" ის გუნდია, რომელსაც საქმის ბოლომდე მიყვანა საუკეთესოდ ეხერხება. ჩვენ კიდევ გვაქვს 90 წუთი, იმედი არ უნდა დავკარგოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ". - განაცხადა კორკუტმა.

შეგახსენებთ, რომ "ლევერკუზენმა" პირველი მატჩი საკუთარე მოედანზე 2:4 დათმო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები