''გაბრაზებული პეტრიაშვილი ყველაფერს მუშტებს ურტყამდა'' - სტივსონმა ქართველზე ისაუბრა
Aa
Aa

''გაბრაზებული პეტრიაშვილი ყველაფერს მუშტებს ურტყამდა'' - სტივსონმა ქართველზე ისაუბრა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გეიბლ სტივსონმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალური დაპირისპირება გაიხსენა. მან ძალიან დრამატულ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა და 21 წლის ასაკში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ცხადია უდიდესი წარმატებაა.

''ფინალის დასრულებამდე 30 წამით ადრე ვმარცხდებოდი - 5:8. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ტოკიოში ვერცხლის მედლისთვის არ ვიყავი ჩამოსული და გამარჯვებისთვის ბოლომდე უნდა მებრძოლა. სწორად ვაზროვნებდი, გულის კარნახს ვუსმენდი და დასკვნით 30 წუთში გავაქტიურდი და გავიმარჯვე''.

''მეტოქე ძალიან გაბრაზებული იყო, ის გასახდელში სხვადასხვა საგნებს ისროდა და ყველაფერს მუშტებს ურტყამდა. მისი მესმის, მთელი ცხოვრება ოლიმპიადისთვის ემზადები და როცა ასეთ მარცხს განიცდი, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი გადასატანია''.

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა რიოში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ვერცხლით შეცვალა და საქართველოს დელეგაციას ისტორიული მერვე მედალი მოუტანა. 125 კგ. კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა ახალგაზრდა ამერიკელ მოჭიდავესთან გეიბლ დენ სტივსონთან ბოლო წამზე გაშვებული ქულებით 8:10 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები