Aa Aa
11 აგვისტო 2021  |  09:26

მეორე მატჩი დენვერის რიგებში - ბეჟანიშვილს მხოლოდ 4 წუთი დაუთმეს

ლას ვეგასში მიმდინარე საზაფხულო ლიგაზე, „დენვერ ნაგეთსმა“, რომლის რიგებშიც გიორგი ბეჟანიშვილი ასპარეზობს, მეორე შეხვედრა გამართა. კოლორადოელები „ბოსტონ სელტიქსს“ გაეჯიბრნენ, მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და 82-107 წააგეს.

სამწუხაროდ, ქართველ კალათბურთელს თავის გამოსაჩენად ძალიან ცოტა დრო მიეცა. ბეჟანიშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი და 57 წამი გაატარა. ბუნებრივია, ამ დროში გიორგიმ ბევრი ვერაფერი მოასწრო და 2 მოხსნას დასჯერდა. ბეჟანიშვილს მეტოქის კალათისკენ არ შეუტევია, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

„დენვერის“ რიგებში საუკეთესო ბოლ ბოლი იყო, რომელმაც 26 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ჰილანდი 16 ქულას დასჯერდა, ხოლო რიდი 10 ქულით გამოირჩა. „ბოსტონს“ 33 ქულით აარონ ნესმიტმა ულიდერა. პეიტონ პრიჩარდმა და კარსენ ედვარდსმა კი 21 და 14 ქულა გაიფორმეს.

ლას ვეგასის საზაფხულო ლიგის დასრულებამდე „ნაგეთსი“ კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. 13 აგვისტოს, კოლორადოელები „ფინიქსს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 14-ში საუკეთესოს ვინაობას „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage