Aa
Aa

Crystalbet-მა ლაშა ტალახაძეს უახლესი Ford Mustang GT 5.0 აჩუქა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივარი ლაშა ტალახაძის გამოსვლას განსაკუთრებით  ელოდა, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო, ოლიმპიური ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ლაშა ტალახაძემ დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა და ამასთან ერთად, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 


საქართველოში დაბრუნებულ ჩემპიონს კომპანია Crystalbet-მა უახლესი Ford Mustang GT 5.0 აჩუქა, რომელსაც სახელობითი ნომერი ექნება - Number 1.

ლაშა ტალახაძის კომენტარი

ფოტოამბავი

ლაშა ტალახაძე კომპანია Crystalbet-ის სახე მიმდინარე წლის მაისში გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები