ცნობილი არბიტრი ესპანეთიდან - ვინ იმსაჯებს სივასპორი v დინამო ბათუმის მატჩს?
Aa
Aa

ცნობილი არბიტრი ესპანეთიდან - ვინ იმსაჯებს სივასპორი v დინამო ბათუმის მატჩს?

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმში, ბათუმი არენაზე შედგა, სადაც  „დინამო" ბათუმმა თურქულ „სივასპორს" უმასპინძლა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და „სივასპორის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

სამწუხაროდ, „სივასპორმა" აჭარულ გუნდს გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთის მიმდინარეობისას გაუტანა.

გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს შედგება და 22:00 საათიდან დაიწყება. ამ წყვილში ყველაფერი სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

UEFA-ს ვებგვერდის ინფორმაციით, შეხვედრას ესპანელი არბიტრები მოემსახურებიან. მატჩის მთავარი მსაჯი 35 წლის რიკარდო დე ბურგოსი იქნება, რომელსაც ლა ლიგისა და რანგით მეორე დივიზიონის გულშემატკივარი კარგად იცნობს. მას ასევე უმუშავია კოპა დელ რეისა და ევროპა ლიგის მატჩებზე.

დე ბურგოსს ასისტენტობას რობერტო დელ პალომარი და ჯონ ნუნესი გაუწევენ.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ რიკარდო დე ბურგოსმა ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 28 ივლისს იმსაჯა, სადაც „ოლიმპიაკოსმა" „ნეფთჩი" მინიმალური სხვაობით დაამარცხა (0-1). ამ მატჩში ესპანელმა არცერთი ყვითელი და არცერთი წითელი ბარათი გამოიყენა.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბათუმის მსგავსად (ბათუმი არენა: 20 000), ქალაქ სივასშიც სტადიონის 50% შეივსება. მატჩის მასპინძელი სტადიონი Sivas 4 Eylül Stadyumu იქნება, რომლის ტევადობაც 27 000-ია.

გეტყვით იმასაც, რომ გუნდები სტუმრად გასამართი მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმარი გუნდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები