დინამო ბათუმის წინააღმდეგ სივასპორის სტადიონის 50% შეივსება
Aa
Aa

დინამო ბათუმის წინააღმდეგ სივასპორის სტადიონის 50% შეივსება

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმში, ბათუმი არენაზე შედგა, სადაც  „დინამო" ბათუმმა თურქულ „სივასპორს" უმასპინძლა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და „სივასპორის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

სამწუხაროდ, „სივასპორმა" აჭარულ გუნდს გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთის მიმდინარეობისას გაუტანა.

გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს შედგება და 22:00 საათიდან დაიწყება. ამ წყვილში ყველაფერი სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბათუმის მსგავსად (ბათუმი არენა: 20 000), ქალაქ სივასშიც სტადიონის 50% შეივსება. მატჩის მასპინძელი სტადიონი Sivas 4 Eylül Stadyumu იქნება, რომლის ტევადობაც 27 000-ია.

„სივასპორის" ვებგვერდის ინფორმაციით, გაიყიდება 4 კატეგორიის ბილეთები, ღირებულება კი 25 თურქული ლირა (9 ლარამდე), 40 თურქული ლირა (15 ლარამდე), 50 თურქული ლირა (18 ლარამდე) და 70 თურქული ლირა (25 ლარამდე) იქნება.

ბილეთების რეალიზაცია ხვალ, 10 აგვისტოდან დაიწყება.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ბათუმელი გულშემატკივრის ინტერესი უდიდესი იყო - მოგეხსენებათ, „დინამო" ბათუმი v „სივასპორის" მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად დაახლოებით 3 საათში გაიყიდა.

გეტყვით იმასაც, რომ გუნდები სტუმრად გასამართი მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმარი გუნდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები