ხოჭოლავამ გაიტანა - კოპენჰაგენმა ბრონდბიუ დაამარცხა
Aa
Aa

ხოჭოლავამ გაიტანა - კოპენჰაგენმა ბრონდბიუ დაამარცხა

დანიის სუპერ ლიგის მე-4 ტურში „კოპენჰაგენმა“ „ბრონდბიუს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს საკმაოდ გაუჭირდათ. ქართველებისთვის ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ ძირითად შემადგენლობაში დავით ხოჭოლავამ ითამაშა და გოლიც გაიტანა.

„ჯვაროსნების“ უკანახაზელმა გოლი იმ დროს გაიტანა, როდესაც ტაბლოზე 1:1 ფიქსირდებოდა. 35-ე წუთზე „ბრონდბიუს“ კართან კუთხური დაინიშნა. ხოჭოლავამ თავური დარტყმით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. დავითისთვის ეს „კოპენჰაგენის“ რიგებში სადებიუტო გოლი იყო.

მიუხედავად დაწინაურებისა, სტუმრებმა პირველივე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს, თუმცა მეორე ნახევარში ქართველი ფეხბურთელის გუნდი გააქტიურდა და მოწინააღმდეგეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა.

ამ მატჩის შემდეგ, „კოპენჰაგენი“ სატურნირო ცხრილში 8 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა და ლიდერ „რანდერსს“ 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს დანიური კლუბი 15 აგვისტოს, სტუმრად აარჰუსის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები