კარიერის საუკეთესო შედეგი - ბაზაძე რეიტინგში მე-4 ნომერია
Aa
Aa

კარიერის საუკეთესო შედეგი - ბაზაძე რეიტინგში მე-4 ნომერია

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.

სანდრო ოთხეულში პირველად იმყოფება, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგი გახლავთ.

ამ მომენტისთვის ბაზაძეს 130 ქულა აქვს და რეიტინგში მასზე წინ 3 მოფარიკავეა: უნგრელი ოლიმპიური ჩემპიონი არონ სალაგი, ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი იტალიელი ლუიჯი სამელე და სამხრეთ კორეელი ოჰ სანგუკი.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში უნგრელ არონ სილაგისთან მსაჯების შეცდომის გამო ანგარიშით 13:15 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის იუნგვან კიმს დაუპირისპირდა და 15:11 დამარცხდა.

სანდრომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ქომაგებსა და მოფარიკავეთა სამყაროს მიმართა და საკმაოდ ემოციური პოსტი დაწერა:

„მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო... უპირველესად დიდი მადლობა თითოეულ ქართველს ასეთი მხარდაჭერისთვის! თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა, რომ ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს ვიზამ! მე ვარ ქართველი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ... სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და მე თამამად ვიტყვი, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა და ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა... მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო და მადლობა დიდი, მალე დავბრუნდები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები