შევჩენკო: „მილანი“ ბერლუსკონის გარეშე ვერ წარმომიდგენია
Aa
Aa

შევჩენკო: „მილანი“ ბერლუსკონის გარეშე ვერ წარმომიდგენია

„მილანის“ ლეგენდარული თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო კლუბის შესაძლო გაყიდვის ფაქტს გამოეხმაურა. უკრაინელს იმედი აქვს, რომ „როსონერი“ ძველ დიდებას დაიბრუნებს და ისეთივე გუნდი გახდება, როგორიც მის დროს იყო.

"კლუბში დაგეგმილ ცვლილებებს მივესალმები, თუმცა სიმართლე გითხრათ, სილვიო ბერლუსკონის გარეშე „როსონერი" ვერ წარმომიდგენია". მან „მილანი" უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიბარა და ევროპის ყველაზე ტიტულოვან კლუბად აქცია. სილვიო საკუთარ მოვალეობას თავს ყოველთვის კარგად ართმევდა და ახლაც იდეალური გამოსავლის პოვნას ცდილობს. იმედი მაქვს, რომ „მილანი“ ახალ მფლობელთან ერთად ღირსეულად დაბრუნდება და კიდევ არაერთი ტიტულის მოგებას შეძლებს" - განაცხადა ანდრეი შევჩენკომ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები