საქართველომ რუსეთი რაგბიში კიდევ ერთხელ დაამარცხა!
Aa
Aa

საქართველომ რუსეთი რაგბიში კიდევ ერთხელ დაამარცხა!

ევროპის რაგბის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებმა, „დინამო არენაზე“, რუსებს უმასპინძლა და 28:14 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გიორგი კოშაძისა და ვასილ ლობჟანიძის ლელოებს, მეორე ნახევარში კიდევ ორი დაემატა - იგივე ლობჟანიძისა და დავით კაჭარავასი.

ოთხივე ქართული ლელო მერაბ კვირიკაშვილმა უნაკლოდ გარდასახა, ხოლო რუსებმა მეორე ტაიმში გაილაღეს და ორი საპასუხო ლელოს დადება მოახერხეს.

ცხელი ამბები