ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 87-კილოგრამი წონითი ფინალურ ბლოკში ქართველმა სპორსტმენმა ხორვატ ივან ჰუკლეკს აჯობა (6-1).

ტოკიოს ტატამზე დათუნაშვილი მხოლოდ უკრაინელ ბელენიუკთან დამარცხდა, რომელიც დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

აღნიშნულ წონაში საქართველოს სახელით ლაშა გობაძე ასპარეზობდა, რომელიც უმედლოდ დარჩა.

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე, 2 გზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან ინციდენტი შეემთხვა.

მაშინ საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები