Aa Aa
4 აგვისტო 2021  |  16:41

"შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია" - ერიქსენი ინტერის ბაზაზე დაბრუნდა

ევრო 2020-ზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კრისტიან ერიქსენი იტალიაში პირველად ჩაფრინდა. 29 წლის ნახევარმცველი „ინტერის“ ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებს და სტაფის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ნერაძურის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

„ინტერის“ საიტზე ვკითხულობთ, რომ ერიქსენი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და მენტალურად საკმაოდ კარგად გამოიყურება. სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ კიდევ არ შეიძლება.

კრისტიანის სამომავლო გეგმები კი კვლავ რეაბილიტაციას უკავშირდება. ამპლუით ნახევარმცველი, დანიელი ექიმების მიერ დანიშნულ მკურნალობას უნდა დაექვემდებაროს. შესაძლოა ერიქსენს დანიაშიც მოუწიოს დაბრუნება და ასეთ შემთხვევაში „ინტერის“ ექიმები ინფორმირებულნი იქნებიან, თუ როგორ მიდის მათი ნახევარმცველის გამოჯანმრთელების პროცესი.

რა დაემართა ერიქსენს?

ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს დანიის და ფინეთის ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. ტაიმის მიწურულს, დანიის ნაკრების ლიდერი კრისტიან ერიქსენი მოულოდნელად მინდორზე დაეცა და გაითიშა. სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, "ინტერის" ნახევარმცველს გულის შეტევა ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა.

მედიკოსების ჩარევის შედეგად, „ნერაძურის“ ნახევარმცველი გადარჩა და სტადიონიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ამ მომენტისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში