შესაძლოა ლუკაკუ დაკარგონ - ინტერმა ბელგიელის შემცვლელის ძებნა დაიწყო
Aa
Aa

შესაძლოა ლუკაკუ დაკარგონ - ინტერმა ბელგიელის შემცვლელის ძებნა დაიწყო

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრი იწერება რომელუ ლუკაკუს „ინტერიდან“ წასვლის შესახებ. ბელგიელ თავდამსხმელს ძირითადად ლონდონის „ჩელსის“ უკავშირებენ.

ტრანსფერის რეალურობას კი „ნერაძურის“ ფინანსური პრობლემები ხდის. კლუბს საკმაოდ ბევრი ვალი დაუგროვდა და გაყიდული ფეხბურთელებით დავალიანების დაფარვას ცდილობენ. ამის ნათელი მაგალითი აქრაფ ჰაკიმია, რომელიც პსჟ-ში 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ წავიდა.

იტალიელი ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო პირად ვებ-საიტზე წერს, რომ სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა ლუკაკუს შემცვლელის ძებნა დაიწყო. დასახელებულია ორი კანდიდატი. ესენი არიან დუვან ზაპატა და ხოაკინ კორეა არიან.

კორეა და „ინტერის“ ახალი მწვრთნელი სიმონე ინძაგი „ლაციოში“ ერთად მუშაობდნენ და იტალიელმა სპეციალისტს არგენტინელი შემტევი საკმაოდ მოსწონს. გავრცელებული ინფორმაციით, სიმონემ კლუბის მესვეურებს კორეას გადმობირება სთხოვა.

რაც შეეხება ზაპატას, „ატალანტას“ შემტევის მომავალი ჯერჯერობით ბურუსით არის მოცული. 30 წლის ფეხბურთელს ბერგამოულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 33 მილიონ ევროს შეადგენს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ლუკაკუ "ინტერში"

ბელგიელი თავდამსხმელი „ნერაძურის“ 2019 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში რომელუმ იტალიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 95-ჯერ მოირგო, 64 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები