ლევანდოვსკი: „ბარსელონას“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვარ
Aa
Aa

ლევანდოვსკი: „ბარსელონას“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვარ

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ გერმანულ პრესას, თავად პოლონელმა ფორვარდმა განუცხადა.

ლევანდოვსკიმ ტვინის შერყევა, დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგ, გერმანიის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩის დროს მიიღო. თუმცა როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, თავდამსხმელი ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გასვლას დამცავი ნიღბით შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ შორის შეხვედრა ოთხშაბათს ,თბილისი დროით 22:45 წუთზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი კი 12 მაისს მიუნხენში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები