შვაინშტაიგერს ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ეამაყება
Aa
Aa

შვაინშტაიგერს ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ეამაყება

მას შემდეგ რაც ფილიპ ლამმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაური ბასტიან შვაინშტაიგერს ჩააბარეს. მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ამ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის ეს დიდი პატივი და უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.

 

"რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივია, მაგრამ ეს ასევე ორმაგი პასუხისმგებლობაც გახლავთ. გუნდში ყველა ერთნი უნდა ვიყოთ. ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ ვითომ ყველა საკუთარი თავების კაპიტნები ვართ. ეს ის გზაა რომელიც წარმატებამდე კიდევ ერთხელ მიგვიყვანს. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას, ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები და დიდ ძალას ვგრძნობ.“ - განაცხადა შვაინშტაიგერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები