ტოკიო 2020 - ლაშა გობაძე უმედლოდ დარჩა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ლაშა გობაძე უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე უმედლოდ დარჩა. 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის მერვედფინალში ქართველი ფალავანი უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან ანგარიშით 6:5 დამარცხდა.

იმ შემთხვევაში თუ ასაკალოვი ფინალში გავიდოდა ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედლისთის ასპარეზობას გააგრძელებდა, მაგრამ სამწუხაროდ მეოთხედფინალში უზბეკმა მოჭიდავემ ხორვატთან წააგო.

ამავე წონაში სერბეთის სახელით მოქმედი ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი გამოდიოდა, რომელიც პირველი შეხვედრაში უკრაინელთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ ბლოკში 67 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში რამაზ ზოიძე გამოვა, რომელმაც მერვედფინალში მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს ისმაილ ბორეროს აჯობა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. გუშინ კი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გამოსარჩევია, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები