პსჟ დამარცხდა - ლილი სუპერ თასის გამარჯვებულია!
Aa
Aa

პსჟ დამარცხდა - ლილი სუპერ თასის გამარჯვებულია!

დასრულდა 2021 წლის საფრანგეთის სუპერ თასი „ლილსა“ და „პარი სენჟერმენს“ შორის. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა და მორიგ ტიტულს დაეუფლა.

ერთადერთი გოლი მატჩის 45-ე წუთზე ხეკამ გაიტანა. პარიზელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პოჩეტინოს გუნდს ყველაზე დიდი უპირატესობა ბურთის ფლობის პროცენტში ჰქონდა(29-71).

პსჟ-ს გასამართლებად შეიძლება ითქვას, რომ გუნდს ნეიმარი, მბაპე, დი მარია და რამოსი არ ჰყავდა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კი ავადმყოფობის გამო გეიე ვერ ეხმარებოდა გუნდს.

პსჟ - ნავასი, ჰაკიმი, კერერი, კიმპემბე, დიალო, დანილო, ერერა, დინა, დრაქსლერი, კალმუენდო, იკარდი

 „ლილი“ - ჟარდიმი, ფონტე, ჟალო, ბოთმენი, მანდავა, ბამბა, ხეკა, ანდრე, ლუის არაუხო, დავიდი, ილმაზი

ამ შემადგენლობებით გამოვიდნენ გუნდები. მაურისიო პოჩეტინომ კი ისევ ვერ მოახერხა ტიტულის მოპოვება. ცნობისთვის, ლილი საფრანგეთის სუპერ თასს ისტორიაში პირველად დაეუფლა. დღევანდელ დღემდე, „ლილი“ სუპერ თასის ფინალში 2-ჯერ იყო გასული. პირველად ეს 1955 წელს მოხდა, მეორედ კი 2011 წელს. ორივე შემთხვევაში საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები დამარცხდნენ.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები