წყალტუბოელ იაკობ ქაჯაიას წარმატებას სამგურალი ულოცავს
Aa
Aa

წყალტუბოელ იაკობ ქაჯაიას წარმატებას სამგურალი ულოცავს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, 130-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალში ასპარეზობის უფლება იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი იასმინ აკოშტა ფერნანდეში დაამარცხა და ფინალურ ბლოკში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიან ლოპეს ნუნეს შეხვდება.

ასე რომ, საქართველოს ანგარიშზე კიდევ ერთი ოლიმპიური მედალია, თუმცა გასარკვევი რჩება მედლის ხარისხი.

იაკობ ქაჯაია წარმოშობით წყალტუბოდანაა.

მოჭიდავის წარმატებას საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდი, წყალტუბოს „სამგურალი" გამოეხმაურა და გადამწყვეტ შეხვედრაში წარმატება უსურვა:

„წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია!

გილოცავთ მთელ წყალტუბოს და სრულიად საქართველოს!

ფინალური ორთაბრძოლა ხვალ გაიმათება. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სახელოვან ფალავანს",- წერს გუნდი.

ფინალური ბრძოლა ხვალ, თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფინალის წინ, ქართული დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: მათ შორის 1 ოქრო (ლაშა ბექაური), 3 ვერცხლი (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი) და 1 ბრინჯაო (ანტონ პლესნოი).

ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისს დაიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის გამო, ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები