''სიტყვებით ვერ აღვწერ, ძალიან გახარებული ვარ'' - ქაჯაია ოქროს მედალს უმიზნებს
Aa
Aa

''სიტყვებით ვერ აღვწერ, ძალიან გახარებული ვარ'' - ქაჯაია ოქროს მედალს უმიზნებს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 130 კგ. წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, მან ნახევარფინალში ჩილელი იასმინ აკოშტა ფერნანდეში დაამარცხა და ფინალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიან ლოპეს ნუნეს შეხვდება.

ფინალური ბრძოლა ხვალ თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება. ხვალვე დილის სექციაში გიორგი მელია გამოვა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიის მოჭიდავე პირველივე წრეში რუსს მუსა ევლოევს შეხვდება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. გუშინ კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცხელი ამბები