ატლეტიკო ლაუტაროსთვის ბრძოლაში დაწინაურდა - ინძაგის ლაციოდან კორეა სურს
Aa
Aa

ატლეტიკო ლაუტაროსთვის ბრძოლაში დაწინაურდა - ინძაგის ლაციოდან კორეა სურს

ლაუტარო მარტინესის შესახებ სატრანსფერო სიახლეები არ წყდება. ბოლო პერიოდში არგენტინელ თავდამსხმელს ძირითადად „არსენალს“ უკავშირებენ, თუმცა დღეს ესპანური გამოცემა AS წერს, რომ 23 წლის ფეხბურთელის შეძენისთვის ბრძოლაში მადრიდის „ატლეტიკო“ ლიდერობს.

მარტინესის მომავალი „ინტერში“ კვლავ ბუნდოვანია, რადგან ფეხბურთელი ჯერჯერობით კონტრაქტს არ ახანგრძლივებს. „როხიბლანკო“ კი საქმეში აქტიურად ჩაერთო. მადრიდელების წისქვილს წყალს ის ასხამს, ორმ სიმონე ინძაგის ხუაკინ კორეა სურს, რომელთან ერთადაც "ლაციოში" მუშაობდა. კორეას ტრანსფერის შემთხვევაში კი ლაუტაროს ადგილი აღარ რჩება, რადგან იტალიელ სპეციალისტს 26 წლის არგენტინელი ძირითადი შემადგენლობისთვის სურს. რომელუ ლუკაკუ კი ხელშეუხებელია.

AS-ის ინფორმაციით, „ინტერს“ მარტინესის გაყიდვა არ სურს, თუმცა სიმონე ინძაგის კორეასთან მუშაობა სურს და შესაძლოა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს აღმოჩნდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხოაკინით „პარი სენ ჟერმენიც“ ინტერესდება. პარიზელები რომაულ კლუბს კორეას სანაცვლოდ პაბლო სარაბიას სთავაზობენ.

ამ მომენტისთვის კი „ნერაძური“ ლაუტარო მარტინესის მილანში ჩასვლას ელოდება. ახალგაზრდა შემტევს შვებულება დღეს უმთავრდება და ყველაფერი სულ მალე გაირკვევა.

ლაუტარო „ინტერში“

23 წლის არგენტინელი „ნერაძურის“ 2018 წელს შეუერთდა და უმალ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. დღემდე მარტინესმა „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 132-ჯერ მოირგო, 49 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები