ზვერევი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია ! - ჯოკოვიჩი უმედლოდ დარჩა
Aa
Aa

ზვერევი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია ! - ჯოკოვიჩი უმედლოდ დარჩა

ტოკიოს ოლიმპიადა ჩოგბურთელთა შორის გერმანელი ალექსანდრ ზვერევის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ნახევარფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ფინალში კი 25 წლის რუსს, კარენ ხაჩანოვს 6:3, 6:1 სძლია.

24 წლის ალექსანდრე ზვერევმა ოლიმპიური მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ზვერევმა ჩინელი ლუ იანსიუნი - 6:1, 6:3, კოლუმბიელი დანიელ რივეროსი - 6:2, 6:2, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი - 6:4, 7:6, (7:5) და ფრანგი ჟერემი შარდი (6:4, 6:1) დაამარცხა, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯოკოვიჩთან სენსაციურად გაიმარჯვა და ფინალი ტრიუმფით დაასრულა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ კარენო-ბუსტასთან 4:6, 7:6 (8:6), 3:6 დამარცხდა. სერბი ჩოგბურთელი ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა.

ცხელი ამბები