ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "რონალდუ ისეთივე ენთუზიაზმით არის, როგორც სხვები"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მედ მაქსი“ კრიშტიანუ რონალდუს თემასაც შეეხო.

„კულუშევსკის აქვს პოტენციალი, მაგრამ მას მნიშვნელოვნად გაუმჯობესება სჭირდება. ის მხოლოდ 21 წლის არის. გოლის წინ, მას უფრო მეტად აგრესიულად თამაში მართებს, მეტად ეფექტურობა.

პიანიჩი? მასთან ერთად ოთხი სეზონი გავატარე, დიდი გამარჯვებებით გაფორმებული სეზონები. ახლა ის ბარსელონაში თამაშობს და ჩვენ სხვა ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს. ვფიქრობ, რემზის შეუძლია დაცვის წინ მდებარე პოზიციაზე დადგეს და ითამაშოს. მას შეუძლია ეფექტური ამ მხრივაც იყოს.

რონალდუ გუნდს შეუერთდა და ის ისეთივე ენთუზიაზმით არის, როგორც სხვები. დიბალას მარცხენა ფეხის კუნთზე პრობლემა აქვს. ის ბარსელონასთან მატჩისთვის (8 აგვისტო) მზად უნდა იყოს“. - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Sport Mediaset-ი.

რონალდუს შესახებ კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმაც ისაუბრა:

„კრიშტიანუ ერთ-ერთი ჩვენი ფეხბურთელია. მას კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი რჩება და მოხარული ვართ, რომ ჩვენთან იმყოფება, რადგან ის გოლების გარანტია.

ის უაღრესად მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ბუნებრივია, ჩვენ ფსონს მასზე ვდებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები