უნაი ემერი:
Aa
Aa

უნაი ემერი: "ამ წაგებისგან უნდა ვისწავლოთ"

ფრანგული "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ხელიდან 1/4-ფინალში გასვლის ურეალურესი შანსი გავუშვით. ცუდი მეორე ტაიმი ჩავატარეთ. გუნდი დაცვაში დადგა და "ბარსელონასაც" მეტი მომენტი შეექმნა. 

მეორე ტაიმში გოლის გატანა მოვახერხეთ, მოგვიანებით კი მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო. მსაჯის გადაწყვეტილებები ჩვენ წინააღმდეგ იყო მომართული, მატჩის ბოლოს კი კონტროლი დავკარგეთ და წავაგეთ.

"ბარსელონას" ასეთი ანგარიშის შემოტრიალება შეუძლია და მათ ბოლო წუთებში დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ. ამ წაგებისგან უნდა ვისწავლოთ". - განაცხადა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ფრანგებმა მეტოქეს 4:0 მოუგეს, თუმცა "ნოუ კამპზე" 1:6 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები