რომა, სელტიკი, კოპენჰაგენი - დინამო ბათუმის სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგაზე
Aa
Aa

რომა, სელტიკი, კოპენჰაგენი - დინამო ბათუმის სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგაზე

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა „ბატე" სტუმრად, (ბელარუსი) ანგარიშით - 1-4 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში (5 აგვისტო) ჩაატარებს, საპასუხო შეხვედრას - სტუმრად (12 აგვისტო).

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „დინამო" ბათუმისა და „სივასპორის" წყვილში გამარჯვებული გუნდი, შემდეგ განთესილ გუნდებს/წყვილებს დაუპირისპირდება:

„იაბლონეცი" (ჩეხეთი) v „სელტიკი" (შოტლანდია)

„სოჭი" (რუსეთი) v „პარტიზანი" (სერბეთი)

„ლოკომოტივი" (ბულგარეთი) v „კოპენჰაგენი" (დანია)

„რომა" (იტალია)

„სლაშკი" (პოლონეთი) v „ჰაპოელ ბეერ შევა" (ისრაელი)

წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2 აგვისტოს, თბილისის დროით 14:00 საათიდან გაიმართება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულმა გუნდებმა 350 000 ევრო მიიღეს („დინამო" თბილისი), მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შემოსავალი - 550 000 ევრო, ხოლო პლეი ოფის - 750 000 ევრო იქნება.

ფოტო: „დინამო" ბათუმი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები