ნასერ ალ-ხელაიფი:
Aa
Aa

ნასერ ალ-ხელაიფი: "ჩვენს წაგებას არანაირი გამართლება არ აქვს"

"პარი სენ ჟერმენის" გუშინდელ განადგურებას ფრანგული კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფიც გამოეხმაურა

"მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა ჩვენს საწინააღმდეგოდ ბევრი უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, ამ წაგებას გამართლება რათქმაუნდა არ აქვს. პირველ ტაიმში "პერი სენ ჟერმენი" ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობდა. პირველი მატჩის შემდეგ ჩვენი მომდევნო ეტაპზე გასვლა საკმაოდ ლოგიკური ჩანდა, თუმცა ფეხბურთში რომ ლოგიკა არ არსებობს, ეს გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა. 88-ე წუთამდე 3:1-ს ვაგებდით, თუმცა ამის შემდეგ 7 წუთში 3 გოლი მივიღეთ. ეს ნორმალური არ არის. ჯერ-ჯერობით ფეხბურთელებთან არ მისაუბრია, თუმცა ამას აუცილებლად გავაკეთებ" - განაცხადა ნასერ ალ-ხელაიფიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები