როდის გამართავს კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპის მატჩებს დინამო ბათუმი?
Aa
Aa

როდის გამართავს კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპის მატჩებს დინამო ბათუმი?

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა „ბატე" სტუმრად, (ბელარუსი) ანგარიშით - 1-4 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია ევროტურნირის მატჩების განრიგი. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს, საპასუხო შეხვედრას კი სტუმრად.

5 აგვისტო, 21:00 საათიდან | „დინამო" ბათუმი v „სივასპორი"

12 აგვისტო, 22:00 საათიდან | „სივასპორი" v „დინამო" ბათუმი

ფოტო: „დინამო" ბათუმი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, 22-ე ტურის მატჩებით, 7 აგვისტოს უნდა განახლდეს, ხოლო უშუალოდ, „დინამო" ბათუმს ტურის პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს, „სამტრედიას" წინააღმდეგ, ბათუმი არენაზე, აქვს ჩანიშნული. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს რანგით უმაღლესი ლიგის კალანდარში ცვლილებები შევა და „დინამო" ბათუმის მატჩები გადაიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები