რაშფორდი მხრის ოეპრაციას იკეთებს და 3 თვე გაუცდება
Aa
Aa

რაშფორდი მხრის ოეპრაციას იკეთებს და 3 თვე გაუცდება

მარკუს რაშფორდს მხრის ოპერაცია ჩაუტარდება, რის გამოც მას 3 თვე გაუცდება და სეზონის სტარტს გამოტოვებს.

The Telegraph-ის ცნობით, რაშფორდი ოლე გუნარ სულშერს შეხვდა და აუხსნა, რომ მას ამ პრობლემასთან გამკლავების სურვილი ჰქონდა. მარკუსს მხარი ნოემბრის შემდეგ აწუხებდა.

1 ნოემბერს, რაშფორდმა „არსენალთან“ მატჩში მარცხენა მხრის კუნთი დაიზიანა, რის შემდეგაც სათამაშოდ ტკივილგამაყუჩებლებს იღებდა.

ამრიგად, ინგლისელი პრემიერ ლიგის 9 ტურს გამოტოვებს, მათ შორის „ლესტერთან“ და „ლივერპულთან“ შეხვედრებსაც. ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩსაც დააკლდება.

„იმის გარანტია, რომ ეს თამაში რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო საჭიროა, რომ ჩემს სხეულს მოვუსმინო. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემი სხეულის ყველაზე უკეთ მე მესმის.

ფიზიკურად 100%-ით მზადყოფნა და თამაში მხრის ტრავმით უბრალოდ შეუძლებელია.

ეს რთული იქნება, მაგრამ მე ფიზიკურად და მენტალურად უფრო ძლიერი დავბრუნდები. მადლობა ყველა კეთილი შეტყობინებისთვის“. - დაწერა რაშფორდმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები