LIVE რეიტინგი: დინამო თბილისი ერთადერთია, რომელმაც საქართველოს ქულა ვერ მოუტანა
Aa
Aa

LIVE რეიტინგი: დინამო თბილისი ერთადერთია, რომელმაც საქართველოს ქულა ვერ მოუტანა

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება. კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გუნდი „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

ევროტურნირები დასრულდა „დინამო" თბილისისთვის. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და ბაქოს „ნეფთჩისთან" მარცხის შემდეგ, კონფერენს ლიგაზე,  „მაკაბისთან" (ისრაელი) გადაინაცვლა, სადაც ასევე დამარცხდა. კონფერენს ლიგას გამოეთიშა „გაგრა", რომელმაც „სუტიესკას" (მონტენეგრო) ბარიერი ვერ გაიარა და „დილა", რომელმაც მეტოქეობა „ჟილინას" (სლოვაკეთი) ვერ გაუწია.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, LIVE რეიტინგის მონაცემები გახდა ცნობილი და გაირკვა, რომ მიმდინარე ევროტურნირებზე საქართველოს საკლუბო ანგარიშზე  1.125 ქულაა: გამარჯვება - 0.250, ფრე - 0.125, „დინამო" თბილისი კი წარმოდგენილი 4 გუნდიდან, სამწუხაროდ, ერთადერთია, რომელმაც საქართველოს რეიტინგში ვერცერთი ქულა მოუტანა („დილა 2-1 „ჟილინა / „გაგრა" 1-1 „სუტიესკა").

„დინამო" თბილისი 1-2 „ნეფთჩი"

„ნეფთჩი" 2-1 „დინამო" თბილისი

„დინამო"  თბილისი 1-2 „მაკაბი"

„მაკაბი" 5-1 „დინამო" თბილისი"

ფოტო: დინამო თბილისი

ბუნებრივია, რეალობის გათვალისწინებით, საუკეთესო მაჩვენებლი „დინამო" ბათუმს აქვს, რომელსაც კვლავ აქვს შანსი, არსებული შედეგი გააუმჯობესოს.

საინტერესოა, რომ რეიტინგის მიხედვით, ბოლო 4 წელში, საქართველომ თავი 6.875 ქულას მოუყარა და ამ მაჩვენებლით 46-ე პოზიციას იკავებს, ეს კი ფარერებზე (45), ჩრდილოთ მაკედონიაზე (44), სომხეთსა (41) და კოსოვოზე (38) უარესი მაჩვენებელია.

LIVE რეიტინგი იხილეთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები