ტოკიო 2020 - სოფიკო შათირიშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - სოფიკო შათირიშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბირთვის მკვრელმა სოფიკო შათირიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველ სტყორცნაზე ბირთვი 14.91 მეტრზე გადააგდო,მეორეზე კი 15.31-ზე. სამწუხაროდ 26 წლის სპორტსმენმა მესამე ცდა გააცუდა და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.

ტოკიოში ასპარეზობა ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ძალოსანი ანტონ პლესნოი და მძლეოსანი ბაჩანა ხორავა გამოვლენ.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. 

გამოსარჩევია,რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი,რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები