Aa Aa
30 ივლისი 2021  |  14:55

სენსაცია ოლიმპიადაზე - ჯოკოვიჩი ზვერევთან დამარცხდა

მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი ჩოგანი და ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. სერბი ჩოგბურთელი ნახევარფინალში დამარცხდა და ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

„ნოლემ“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო და პირველ სეტი 6:1 მოიგო, თუმცა მეორე პარტიაში უპირატესობას გერმანელი ჩოგბურთელი დაეუფლა. მეორე სეტში ზვერევი 2:3-ს, ბრეიკით აგებდა, მაგრამ ზედიზედ 4 გეიმი აიღო და გადამწყვეტი პარტია ვიხილეთ. მესამე სეტში ზვერევი დომინირებდა და 6:1 იმარჯვა, საბოლოოდ კი მის სასარგებლოდ ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 1:6, 6:3, 6:1.

ჯოკოვიჩი მაისის შემდეგ პირველად დამარცხდა და მისი 22-მატჩიანი წაუგებელი სერია ოლიმპიადაზე შეწყდა. „ნოლემ“ მიმდინარე სეზონში გამართულ 42 შეხვედრაში მეოთხედ წააგო და ოლიმპიადის ნახევარფინალში კარიერაში მესამედ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი ბრინჯაოს მედლისთვის კარენო-ბუსტას დაუპირისპირდება, ოლიმპიადის ტრიუმფატორის ვინაობას კი ზვერევი და ხაჩანოვი გაარკვევენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში